Motorcycle Service
ვერტიკალური განიავება სასიკვდილოდ სახიფათოა კატებისთვის!
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_a84f2195659549cba2965cd4a3f7f3bc~mv2.jpg/v1/fill/w_404,h_270,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/471bd1_a84f2195659549cba2965cd4a3f7f3bc~mv2.jpg)
მიუხედავად მოლოდინებისა, პლასტმასის ფანჯრების ვერტიკალური განიავება არა თუ მხოლოდ არ წარმოადგენს კატებისთვის დაცვას გადავარდნისგან, არამედ ამწვავებს კიდეც პრობლემას, ვინაიდან გადაწეული საგდული იქცევა სასიკვდილო მახედ მათთვის.
პლასტმასის ფანჯრის კონსტრუქცია ისეთია, რომ გადაწეული საგდული ქმნის სამკუთხედს, რომლის ზედა ნაწილი საკმაოდ დიდია იმისთვის, რათა კატამ შეძლოს გაძრომა. თუ გაძვრება თავი — გაძვრება მთლიანად კატაც, მიუხედავად იმისა თუ, რამდენად მსუქანია იგი, რადგანაც კატებს არ აქვთ ლავიწები. (იხ. ფოტო/ვიდეო).
იჭედება რა ამ ხვრელში, კატას არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოთავისუფლება = და ძვრება უფრო ქვემოთ ვიწრო ხვრელში.
ბრჭყალები არ შველის — შეუძლებელია გლუვ მინაზე და ჩარჩოზე მოჭიდება.
ბადე ფანჯრის უკან არ შველის ამგვარ გაჭედვას!
ფოტო გალერეა
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_5862d962bbff4568b877c6637ee1c56a~mv2.jpg/v1/fill/w_810,h_1080,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/471bd1_5862d962bbff4568b877c6637ee1c56a~mv2.jpg)
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_fe08866469ae4f09ba63d6a5599616e0~mv2.jpg/v1/fill/w_480,h_360,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/471bd1_fe08866469ae4f09ba63d6a5599616e0~mv2.jpg)
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_037fc61995714b22bd3fe4a38d0b3d80~mv2.jpg/v1/fill/w_718,h_479,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/471bd1_037fc61995714b22bd3fe4a38d0b3d80~mv2.jpg)
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_5862d962bbff4568b877c6637ee1c56a~mv2.jpg/v1/fill/w_810,h_1080,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/471bd1_5862d962bbff4568b877c6637ee1c56a~mv2.jpg)
რატომ ძვრებიან იქ კატები?
სუფთა ჰაერის ჩასასუნთქავად, თუ იმ შემთხვევაში, როცა ფანჯრის მიღმა ჩიტია/მწერია.
რა ხდება მერე?⠀თუ კატა ეჩხირება: ⠀
1. კისრით — კვდება ნელი დახრჩობისა და პანიკისგან. ⠀
⠀
2. მენჯ-ბარძაყის ნაწილით/მუცლით/გულ-მკერდით — კვდება სისხლის მოძრაობის დარღვევისგან და ორგანოების გათიშვისგან: ხდება ვენების გადაჭიმვა და ორგანოების შებოჭვა, შედეგად დგება ქსოვილების ნეკროზი და ტრავმატული ტოქსიკოზი — "კრაშის სინდრომი" (ხანგრძლივი შებოჭვის სინდრომი), ირღვევა ნერვებზე გამტარობა და თუ კატა რჩება ცოცხალი, მაშინ შესაძლოა დარჩეს ინვალიდი.
თუნდაც თუ გაათავისუფლებთ კატას, რომელიც რამდენიმე საათი ეკიდა ასე, დაშლის პროდუქტები მკვდარი ქსოვილებისგან გაიფანტება მთელ ორგანიზმში და დაიწყება ორგანოების მასიური გათიშვა, თირკმლის უკმარისობა, რასაც მოჰყვება მძიმე პათოლოგიები ან გარდაცვალება უახლოეს დროში. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად სწრაფად იქნას კატა მიყვანილი კარგ ვეტერინარულ კლინიკაში.
3. თათებით – შესაძლოა მიიღოს კიდურების მოტეხილობა და განგრენა, ხოლო შოკის მდგომარეობაში დაიწყოს თათების კვნეტა. ⠀
⠀
4. დაფიქსირებულია ხერხემლის, ნეკნებისა და კისრის მოტეხილობის შემთხვევები. ⠀
არ ღირს თავის მოტყუება იმით, რომ თუ თქვენი კატა აქამდე არ იყო დაინტერესებული ამ ხვრელით - ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ. ეს მცდარი წარმოდგენა კატებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ეს ხდება სხვადასხვა კატებში, არა მხოლოდ ახალგაზრდა, აქტიურ და გამხდრებში.
უფრო მეტიც — ეს სოციალურად უპასუხისმგებლოა! თქვენ საფრთხეში აგდებთ არამარტო კატებს, არამედ ადამიანებსაც, რომლებიც ცდილობენ მათ გადარჩენას, ბავშვები ქუჩაში ამას ხედავენ და ესმით გულშემზარავი კივილი.
პირველ სართულზე ან კერძო სახლში — ნუ დატოვებთ ფანჯრებს ვერტიკალური განიავების რეჟიმში.
თუ თქვენს კატას მოუნდება სახლში (აგარაკზე) დაბრუნება, ან ვინმეს კატა (ანდა ქუჩის) მოინდომებს სტუმრად შემოსვლას თავშესაფრის, სითბოს, საკვების საძიებლად (ან თუ რაიმემ მიიპყრო მისი ყურადღება და დაინტერესდა) და იგი შეეცდება ამ სამკუთხა ხვრელში გაძრომა და, გაეჩხირება რა მასში, მოკვდება.
ტრაგედიები ბევრია:
"მე უბრალოდ ცოტა ხნით გავედი მაღაზიაში/საშხაპეში",
"ჩვენ დილით გავიღვიძეთ, კატა კი მკვდარი კიდია",
"კატა აქამდე არასოდეს არ ძვრებოდა ამ ხვრელში" და ა.შ.
⠀
ნუ დატოვეთ ფანჯრებს ვერტიკალური განიავების რეჟიმში, როდესაც გადიხართ სახლიდან!
!!! თუ დაინახავთ, რომ ვინმეს ვერტიკალური განიავების ფანჯარაში გაეჩხირა კატა — არ აუაროთ მას. აქ მართლაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო, სანამ ცხოველმა არ მიიღო ტრავმა და არ მოკვდა: ⠀
⠀
-
მიიქციეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება, პრობლემის კოლექტიურად მოგვარება უფრო ადვილია, შესაძლოა ვინმე იცნობდეს პატრონს.
-
არ შეაგდოთ კატა უკან ბინაში — მაშინვე წაიყვანეთ კლინიკაში! კატა შეიძლება მოკვდეს ნეკროზული ქსოვილების დაშლისგან ვენების გადაჭიმვის შედეგად, ხოლო პატრონი ვერც კი გაიგებს რა მოხდა.⠀
-
დარეკეთ 112, შეეცადეთ ითხოვოთ სასწრაფო დახმარების გამოგზავნა.
თუ არც ერთი ზემოჩამოთვლილი მეთოდი ვერ დაგეხმარათ ცხოველის ჩამოყვანაში, არ ღირს, რომ მიეცეთ სასოწარკვეთილებას, საჭიროა დასახმარებლად მიმართოთ სხვა პროფესიონალებს:
- გამოიძახოთ ამწე/ასაწევი კიბით სამშენებლო სპეცტექნიკის საიჯარო კომპანიების, ელექტროქსელების სამსახურების, ხეების ხერხვის სამსახურების მეშვეობით და ა.შ. მათ შეუძლიათ დახმარება ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი, მართალია, თქვენ მოგიწევთ ამისთვის ფულის გადახდა.
- თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დასახმარებლად მიმართოთ ასეთივე არა გულგრილ ადამიანებს, როგორიც ხართ თქვენ, მეზობლებსა და გამვლელებს - კოლექტიურად მომსახურების საფასურის გადახდა უფრო ადვილი იქნება.
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_a20720b01d93407db8d3d0566f98d60b~mv2.jpg/v1/fill/w_304,h_313,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/471bd1_a20720b01d93407db8d3d0566f98d60b~mv2.jpg)
ჩვენ წარმოებაში ვუშვებთ
შემზღუდველს ვერტიკალური განიავებისთვის.
ზედა თაროს სიგანე რეგულირდება 450-დნა 700 მმ.-მდე.
შეკვეთით შეგვიძლია დავამზადოთ სხვა ზომებიც.
ფასს ვგეგმავთ 150 ლარს ერთ კომპლექტზე.