top of page

რატომ მაინცდამაინც კატები ვარდებიან ფანჯრებიდან ასე ხშირად?

 

სიმაღლის სინდრომი როგორც კატების ქცევის თავისებურებ

კატებს არ გააჩნიათ სიმაღლის შიში. უფრო მეტიც, მათ ის უყვართ და მათი სხეული ამისთვის მორგებულია. სახლშიც კი კატები ირჩევენ შემაღლებულ ადგილებს — სიმაღლიდან უკეთ ჩანს და უფრო უსაფრთხოა, ვერავინ ვერ შეეხება მათ.

 

რატომ? კატები — ბუნებით მტაცებლები არიან.

ველურ ბუნებაში ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი ჩიტების დამჭერები და მათ უწევდათ ხეებზე ხშირად ასვლა, ამიტომაც სიმაღლის შიში არ აღიბეჭდა გენეტიკურ დონეზე. ხეებზე ისინი აგრეთვე ისვენებდნენ და იყენებდნენ მათ, როგორც საფარს სხვა მტაცებლებისგან.

 

კატებში წონასწორობის გრძნობაზე პასუხს აგებს განვითარებული ვესტიბულარული აპარატი, რომელიც განთავსებული აქვთ შიდა ყურში. ამიტომაც კატები მშვიდად დადიან მოაჯირებზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა არაფერი არ იქცევს მათ ყურადღებას.

 

ვეტერინარების პრაქტიკაში სიმაღლიდან ჩამოვარდნილი უამრავი კატაა, რომლებიც უშიშრად თამაშობდნენ, დარბოდნენ ერთმანეთის მიყოლებით, დახტოდნენ ჩიტების და მწერების დასაჭერად.

 

ამასთან დაკავშირებით, 1976 წელს ვეტერინარმა ექიმმა ნიუ-იორკიდან, გორდონ რობინსონმა აღნიშნა ეს მიდრეკილება, როგორც «კატების სიმაღლის სინდრომი». სიმაღლის სინდრომის ცნება სხვა ცხოველებში — არ არსებობს. როგორც წესი "სიმაღლის სინდრომით" აღნიშნავენ კატებში ტრავმების დამახასიათებელ ნაკრებს, რომლებსაც ისინი იღებენ სიმაღლიდან ჩამოვარდნის დროს. მაგრამ უფრო სწორი იქნება მისი "სიმაღლის ტრავმის" ცნებისგან გამიჯვნა და აღინიშნოს "სიმაღლის სინდრომი" როგორც კატებში დამახასიათებელი ქცევის თავისებურება, რის შედეგადაც ისინი ვარდებიან ფანჯრებიდან. ხოლო სიმაღლის ტრავმები უკვე წარმოადგენენ სიმაღლის სინდრომის შედეგებს.

 

მოგვიანებით გაჩნდა კიდეც ცალკე მეცნიერება «კატის პაზემატოლოგია» (ბერძ. «pasema» — ვარდნა), რომელიც შეისწავლის მიწაზე 4 თათზე დაშვების უნარს. ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. პაზემატოლოგიის შესახებ ჩვენ ცალკე მოგიყვებით.  

 

მართლაც, ლეტალური შემთხვევები კატებში სიმაღლიდან ვარდნის დროს უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე ადამიანებში. მაგრამ გავაკეთოთ საპირისპირო ანალოგია: თუ ავიღებთ ავარიების სტატისტიკას და შევადარებთ მას ქალაქში ავტოტრანსპორტის საერთო რაოდენობასთან, მაშინ ავარიაში მოხვედრის შანსი ასევე არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სახიფათოა, ამიტომაც ვიკრავთ ღვედს. ვიკეთებთ ჩაფხუტს, როდესაც ვმოძრაობთ მოტოციკლეტით. ვამონტაჟებთ ბავშვის სავარძელს, რათა დავიცვათ ჩვენი ბავშვები.

 

ჩვენ თავს ვიზღვევთ იმ ხიფათისგან, რომელიც ასევე არ არის იმის ფაქტი, რომ აღმოჩნდება ლეტალური და ჩვენ არ გვაქვს "ავარიის სინდრომი". მაგრამ ასეთი მსჯელობა ჩვენთვის აბსურდულია და ჩვენ არ ვითვალისწინებთ პროცენტებს ალბათობის თეორიით.

 

ფანჯრები კატებისთვის — ეს არის პირველი საფრთხე სახლში.

რატომ ბევრი ადამიანი უგულვებელყოფს თავიანთი კატების დაცვას? რატომ არსებობს საგზაო მოძრაობის წესები, მაგრამ არ არსებობს კატების უსაფრთხოდ შენახვის წესები? მოდით ეს შევცვალოთ.


შემდეგ პუბლიკაციებში ჩვენ მოგიყვებით ვარდნის სხვა მიზეზების შესახებ და განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ საწინააღმდეგო მოსაზრებებს.

RU,EN

ქართული

email way station ge
operator RU/EN

598 00 14 35

operator Ge Mekare

591 01 49 71

© Way Station GE, 2025

bottom of page