top of page

მითი:  „კატები ყოველთვის 4 თათზე ეშვებიან" — ყოველთვის კი?

Cats fall from the sky.jpeg

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მსურს, მდგომარეობს იმაში, რომ კატის ვარდნა სიმაღლიდან არ წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან კატები ყოველთვის ეშვებიან 4 თათზე.


ექიმები, რომლებმაც შეისწავლეს კატების სიმაღლის სინდრომი 1976-87 წლებში, შეადგინეს დაზარალებულთა სტატისტიკა, რომელიც მიუთითებდა, რომ კატების უმრავლესობა ცოცხალი რჩებოდა გადავარდნისას და კატები უფრო ადვილად იტანდნენ ვარდნას უფრო მაღალი სართულებიდან. რამაც ხელი შეუწყო კატებისთვის დაუცველი ფანჯრებისადმი უზრუნველი დამოკიდებულების გაძლიერებას.


ცალკე მეცნიერებაც კი გაჩნდა — კატის პაზემატოლოგია (ბერძნულიდან: «pasema» — ვარდნა), რომელიც იკვლევს კატის მიერ 4 თათზე დაშვების უნარის მიზეზებს. ასეთი დიდი ყურადღება ამ თემისადმი დაიწყო ლეგენდარული კატა საბრინას გადავარდნის შემდეგ 32 სართულის სიმაღლიდან. იგი სასწაულად გადარჩა და მეცნიერები შეიპყრო ცნობისმოყვარეობამ — რატომ?

პაზემატოლოგია პირველად ნახსენები იქნა 1989 წელს მეცნიერ ჯარედ დაიმონდის (Jared Diamond) მიერ. კატების დაშვების თავისებურებებისადმი ინტერესიდან გამომდინარე ფიზიკის, მატემატიკის, გეომეტრიის, საავიაციო, მექანიკური და დინამიკური მეცნიერებების მრავალი პროფესორი მრავალ წელს უთმობდნენ კვლევებს, გამოანგარიშებას, ვარაუდებსა და თავიანთი სამეცნიერო ნაშრომების დაწერას.

თუმცა ამას არ მოჰყოლია რაიმე უფრო დიდი და ტერმინი ვერ დამკვიდრდა, თუმცა მოიხსენიება ზოგიერთ წიგნებსა და სტატიებში.

NASA-მ მისცა გრანტი ტომას კეინს (საინჟინრო მათემატიკის პროფესორს სტენფორდის უნივერსიტეტში) 60 000 $  ოდენობით, ნულოვანი გრავიტაციის პირობებში მყოფი ასტრონავტებისთვის ორიენტაციის შეცვლის ოპტიმალური მეთოდების ძიებისთვის.


კეინის ნაშრომს საფუძვლად დაედო გადავარდნილი კატის შესახებ თეორია, ხოლო ნაშრომის შედეგი გახდა კატის ვარდნის ყველაზე დეტალური მათემატიკური მოდელი, რომელიც არსებობს დღეის მდგომარეობით.


ეს მოდელი მოხმობილ იქნა ასტრონავტების დასახმარებლად, რომ შეძლონ მობრუნება ნულოვანი გრავიტაციის პირობებში კოსმოსში. ამგვარად, 1968 წელს ჟურნალში „Life“ გამოქვეყნებულ იქნა ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულ იქნა კეინი ნაშრომის შესახებ სტატიაზე, აკრობატი კოსმოსურ სკაფანდრში იმეორებს კატის მოძრაობებს, ბატუტზე ხტომით.

ყოველთვის ეშვებიან კი კატები 4 თათზე?
მეცნიერებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ ვარდნისას კატას აქვს უნარი განახორციელოს მობრუნება მდგომარეობიდან «ზურგით ქვევით» და დაეშვას თათებზე სულ რაღაც რამდენიმე წამში — იხ. ფოტო.

თუმცა რეალური ცხოვრების პირობებში — რეფლექსები ყოველთვის არ ფუნქციონირებს შოკის ეფექტის გამო ფანჯრიდან გადავარდნისას.

მაგალითად, დაქანებული ფანჯრის რაფიდან ვარდნა ხდება ტანის წინა ნაწილის დაქანებით — ანუ «თავით ქვემოთ», რის გამოც კატას არ შეუძლია დაეშვას ოთხივე თათზე. იგი უბრალოდ ვერ ასწრება მობილიზებას და მთელი დარტყმა მოდის წინა თათებზე, თავსა და გულმკერდზე.

ასფალტზე დაცემა დარტყმას ხდის უფრო ძლიერს და საშიშს ტრავმის მიღების მხრივ, მიუხედავად ყველა გამონაკლისი შემთხვევისა. ნებისმიერი ტოტები, თეთრეული თოკები, საჩეხები, კონდიციონერები და სხვა წინაღობები — ამძაფრებენ ტრავმებს.

როგორც ეს აჩვენეს 2001 წლის ვეტერინართა ჯგუფის ახალმა კვლევებმა, ძალიან დიდი სიმაღლიდან ვარდნისას კატები ეშვებიან არა თათებზე, არამედ უფრო მუცელზე და ეს მთავრდება გულმკერდის, ხერხემლის, ორგანოების სკდომის უფრო მძიმე ტრავმებით.


რატომ?

1) თათები უბრალოდ ვერ უძლებენ დარტყმას.

2) მაქსიმალური სიჩქარის დროს კატები შლიან თათებს, რათა შეინარჩუნონ ბალანსი და შეამცირონ სიჩქარე, დაახლოებით, როგორც მფრინავი ციყვები, მაგრამ ფინალურ ფაზაში დაშვებამდე ყველა კატა ვერ ასწრებს თათების მოღუნვას.

 

უსაფრთხო სართული — არ არსებობს!

რაც უფრო მეტია სიმაღლე, მით უფრო მეტია ვარდნის სიჩქარე და დარტყმის ძალა. მაგრამ როგორც ამას აჩვენებს პრაქტიკა, ნებისმიერი ვარდნა შეიძლება გახდეს უიღბლო — მსუქანი მოუხერხებელი კატები შეიძლება სასიკვდილოდ დავარდნენ, თუნდაც 2-ე სართულიდან გადმოვარდნის დროსაც, ხოლო 1-ლი სართულიდან გადახტომისას, კატას ელოდება ქუჩის საფრთხეები.


არ ღირს რაღაც ციფრებზე დიდი იმედების დამყარება — ეს უბრალოდ ლატარეაა. თქვენ ვერასოდეს ვერ გამოიცნობთ, გადარჩება თუ არა თქვენი კატა მე-4 ან მე-11 სართულიდან ვარდნის შემდეგ.


არ არსებობს არავითარი გადარჩენის 90%. თითოეულ კატას გადავარდნის შემთხვევაში შანსები აქვთ ყოველთვის 50/50.

RU,EN

ქართული

email way station ge
operator RU/EN

598 00 14 35

operator Ge Mekare

591 01 49 71

© Way Station GE, 2025

bottom of page