Motorcycle Service
"ჩვენს კატას კი ეშინია სიმაღლის, ამიტომაც არ გადახტება!"
კატები ფანჯრებიდან არ ხტებიან სპეციალურად. გადავარდნა — ეს ყოველთვის შემთხვევითობაა.
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_3d8f332d793a49a3910876ba3d657a74~mv2.jpg/v1/fill/w_358,h_311,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/471bd1_3d8f332d793a49a3910876ba3d657a74~mv2.jpg)
განვიხილოთ ადამიანების ყველაზე პოპულარული საწინააღმდეგო მოსაზრებების სერია. ჯერ მათი, რომლებსაც მტკიცედ სჯერათ, რომ მათი კატა არ გადახტება ფანჯრიდან.
"ჩვენს კატას კი ეშინია სიმაღლის, ამიტომაც არ გადახტება!"
⠀
კატები ფანჯრებიდან არ ხტებიან სპეციალურად. გადავარდნა — ეს ყოველთვის შემთხვევითობაა, რომელიც ხდება იმის გამო, რომ კატებს არ ეშინიათ სიმაღლის თუ გავითვალისწინებთ სიმაღლის სინდრომს, რომლის შესახებაც ჩვენ მოგიყევით წინა პოსტში.
მაგრამ თუნდაც თუ კი თქვენს კატას რაიმე მიზეზით ეშინია სიმაღლის:
-
ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგალითად, განიცდის ტკივილს, განსაკუთრებით სახსრებში, ასეთი რამ ხშირად გვხვდება ქონდროდისპლაზიის (სახსრების გენეტიკური დაავადება) მქონე ყურდაშვებულ კატებში;
-
ფსიქო-ემოციური მდგომარეობა (იმყოფება სტრესში, პანიკაში, ეშინია, როდესაც აჰყავთ ხელში ან ხვდება ახალ გარემოებაში, მაგალითად, როცა აივანზე ხმაურია, ახალი სუნებია);
-
ძალიან გასუქების გამო არ შეუძლია მაღლა ხტომა. ⠀
ყველაფერი ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კატა შეიძლება გადავარდეს უყურადღებობით, თამაშის დროს, ჩიტზე/მწერზე ნადირობის დროს, შიშისგან, თანამოძმესთან თამაშის დროს ან თუნდაც ფანჯრის რაფაზე ძილის დროს ბადის არმქონე ღია ფანჯარასთან.
თქვენ, უთუოდ ნახავდით, თუ როგორ ქაოტურად ხტებიან კატები, როდესაც უცებ რაღაცის შეეშინდებათ. ეს შეიძლება მოხდეს წ ა მ შ ი ფანჯარაზე, რომელიც არ არის დაცული ბადე-ანტიკატით. ხოლო კატას შეიძლება შეეშინდეს ნებისმიერი რამის. საქმე მხოლოდ ვიზუალურ გამოსახულებებში არ არის, არამედ მახვილ სმენაშიც. ამაზე და მონადირულ ინსტიქტზე წაიკითხეთ მომდევნო სტატიაში.