Motorcycle Service
რას ნიშნავს გადარჩენილის შეცდომა?
და "რა სახის 9 სიცოცხლეა?" — გაიფიქრა კატამ
![](https://static.wixstatic.com/media/471bd1_aa34483da4cc4abd9fc1d59d4e793ee0~mv2.jpeg/v1/fill/w_279,h_279,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/471bd1_aa34483da4cc4abd9fc1d59d4e793ee0~mv2.jpeg)
მაშ ასე, დავიწყოთ ყველაზე მარტივით — მითებიდან და ისტორიებიდან. ყველას გაგიგიათ, რომ «კატას 9 სიცოცხლე აქვს». ეს ლეგენდა გაჩნდა, რაღა თქმა უნდა, ძველ ეგვიპტეში.
ეგვიპტელები მიიჩნევდნენ კატას ქალღმერთ ბასტეტის მიწიერ განსახიერებად. იგი გამოისახებოდა კატის ან კატისთავიანი ქალის სახით და იყო ნაყოფიერების სიმბოლო. კატა ბასტეტის შესახებ ლეგენდაში ნათქვამია, რომ იგი კვდება და ცოცხლდება ცხრაჯერ.
რატომ 9, და არა 10?
ცხრიანს თვლიდნენ წმიდა ციფრად — იგი ყოველთვის ასრულებს ანგარიშის ციკლს და ეს არის "სამი სამება". ადამიანები ყოველთვის იყვნენ გაოცებულნი კატების გადარჩენის უნარით, მათი მოქნილობით, სტიქიური უბედურებების წინათგრძნობით, ადამიანებში ზოგიერთი დაავადებებისგან თვითაღდგენითა და განკურნებით. ყველაფერმა ამან განამტკიცა ლეგენდა კატების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ და საფუძვლად დაედო 9 სიცოცხლეს.
მრავალი ცრურწმენა ძლიერია თანამედროვე საზოგადოებაშიც კი. ტექნოგენურობა და პროგრესი არ დგას ერთ ადგილას. ჩვენ საკუთარ თავს ვთვლით ყველაზე განვითარებულ და მაღალინტელექტუალურ არსებებად.
მაშ როგორ შეუძლია ბევრ ჩვენგანს უყუროს კატას, რომელიც ვარდება მე-5 სართულიდან და არაფერი არ გააკეთოს, მისი ჯადოსნური თვითგანკურნების იმედზე ყოფნით? ამგვარი სასაცილო ცრურწმენებით აზროვნება ჩვენს დროს — "უცოდინრობის" და "ქვის ხანის" დონეზე ყოფნის ტოლფასია. ინფორმაციების ხანაში ეს უკვე შეგნებული არჩევანია.
გადარჩენილის შეცდომის ფენომენი
ბევრი პატრონი, ვის კატებსაც გაუმართლათ, რომ გადარჩენილყვნენ ვარდნის შემდეგ ან დასჯერდნენ მსუბუქ ტრავმებს — ხშირად ამით ამაყობენ კიდეც: ჩვენი კატა "მედესანტეა", "იგი აქამდეც რამდენჯერმე გადავარდნილა — მას ყველაფერი კარგად ექნება, კიდევ 7 სიცოცხლე დარჩა" და სხვა მსგავსი მოსაზრებები. შესაძლებელია, რომ ისინი მივაკუთვნოთ "გადარჩენილის შეცდომის " თეორიას, ვინაიდან თავიანთ დასკვნებს მეპატრონეები აკეთებენ მხოლოდ თავისი პირადი ან იმ ნაცნობების გამოცდილების საფუძველზე, რომლებსაც ჰყავდათ 1-2 კატა მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთან, არ ფლობენ რა სრულ მონაცემებს, არ ითვალისწინებენ ვეტერინარების გამოცდილებას, კვლევებს, სტატისტიკას, თავშესაფრებისა და მოხალისეების მრავალათასიან გამოცდილებას, ვერ ხედავენ მთლიან სურათს, ასეთ მეპატრონეებს აქვთ უნარი, რომ სხვებიც დაარწმუნონ იმაში, რომ გადავარდნის შემთხვევაში კატას არაფერი არ მოუვა და არ არის საჭირო დამცავის გაკეთება ფანჯრებზე. ამით ისინი ზიანს აყენებენ არამხოლოდ სხვა ადამიანებს, არამედ მათ კატებსაც.
უთუოდ, კატები – უნიკალური არსებები არიან. მართლაც, კრუტუნის წყალობით მათ უფრო სწრაფად რეაბილიტაციის უნარი აქვთ, ვიდრე ადამიანებსა და სხვა ცხოველებს. მას გააჩნია სამკურნალო სიხშირე და ორგანიზმში ქმნის ვიბრაციებს, რომლებიც ასტიმულირებენ რეგენერაციულ პროცესებს, მცირე პრობლემების მოგვარებით.
მაგრამ ბიოლოგიური თვალსაზრისით კატები არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ცოცხალი არსებებისგან. მათ აქვთ იგივენაირი ორგანოები, სისხლი, ხერხემალი, ნერვული სისტემა და ამაში უცნაური არაფერი არ არის — ბუნებისა და ფიზიკის კანონები ერთნაირად მოქმედებენ.
კატებს, როგორც ყველა ჩვენგანს — ე რ თ ი სიცოცხლე აქვთ. მაგრამ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი არ არის — საშუალოდ სულ 15-18 წელი. ღირს კი მისი შემცირება უპასუხისმგებლო მიდგომით ფანჯრების უსაფრთხოების მიმართ, შანსის იმედზე ყოფნით და იღბლის გამოცდით, თუ უმჯობესი იქნება ამ წლების რაც შეიძლება მეტად გაგრძელება თბილი მეგობრობით, კატის დაცვის გზით? ჩვენი აზრით — პასუხი აშკარაა.